სერვისი
შრომის სამართალი
შრომის სამართალი მნიშვნელოვანი სფეროა ყველა იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც უკავშირდება შრომის ბაზარს, იქნება ეს დასაქმებული, დამსაქმებელი თუ დაინტერესებული მესამე პირი. ლიდ ქონსალთინგს შეუძლია, შესთავაზოს ექსპერტული რჩევა ყველა ზემოთ მოცემულ პირს მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, შრომითი დისკრიმინაცია ან ჯგუფური სარჩელები.
კომპანიის იურისტებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ კლიენტებს შრომის სამართლის ნებისმიერ ნაწილში, მიუხედავად მათი საჭიროებებისა. ლიდ ქონსალთინგის ცოდნა მოიცავს ყველა რელევანტურ თემას. დამატებით, ისინი ფლობენ გამოცდილებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივ ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც მოიცავს როგორც საწყისი მოქმედებების განხორციელებას, ისე სასამართლო დავის წარმოებას.
შედეგად, ნებისმიერ კლიენტს, იქნება ეს ტრანსნაციონალური კომპანია რომელიც გეგმავს რეორგანიზაციას, ან რიგითი მუშაკი, რომელსაც სურს, დაიცვას საკუთარი ინტერესები, შეუძლია, მიიღოს უდიდესი სარგებელი ლიდ ქონსალთინგის სამართლებრივი მხარდაჭერისაგან.