სერვისი
სამოქალაქო ავიაცია
ლიდ ქონსალთინგის ექსპერტებს, მათ შორის კომპანიის პარტნიორებს, აქვთ გამორჩეული გამოცდილება სამოქალაქო ავიაციასთან დაკავშირებით. ისინი არიან, დიდი ალბათობით, საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების მქონე გუნდი, რომელიც დღეს იურიდიული მიმართულებით მოღვაწეობს საქართველოში.
ლიდ ქონსალთინგის პარტნიორები, წლების განმავლობაში, მონაწილეობდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში, როგორც თეორიული თვალსაზრისით, ისე პრაქტიკაში. შედეგად, კომპანიის იურისტებს შეუძლიათ, უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი კლიენტი, რომელიც სამოქალაქო ავიაციით დაინტერესებულია, მიიღებს უმაღლესი ხარისხის სამართლებრივ მხარდაჭერას.
ნებისმიერს, ვინც დაინტერესებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში დამკვიდრებით, ან ვინც უკვე მოღვაწეობს ბაზარზე, მაგრამ სურს, განიმტკიცოს პოზიციები, შეუძლია, მიიღოს კომპანიის მიერ გაწეული კონსულტაცია და, შედეგად, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს მათი ბიზნესის მაქსიმალურ წარმატებას.