პარტნიორი
ვახტანგ ზარნაძე
პარტნიორი
ლიდ ქონსალთინგის პარტნიორია იურისტი ვახტანგ ზარნაძე.
ვახტანგს ზურგს უმაგრებს 10 წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში მიღებული ფართო გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი წარმატებით მოღვაწეობდა სამშენებლო ინდუსტრიაში, ენერგეტიკაში, სამოქალაქო ავიაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში, მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიებში, საჯარო სექტორში, რის გამოც ის სიღრმისეულად იცნობს ორივე ამ სფეროსათვის დამახასიათებელ ნიუანსებს. იგი ფლობს დიდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას დაზღვევისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალში.
მნიშვნელოვანია მისი, როგორც პროცესუალისტი იურისტის, ხანგრძლივი გამოცდილება ერთი მხრივ, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების მიმართულებით საქართველოს საერთო სასამართლოებში, ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების - ადმინისტრაციულ ორგანოებში. მის სახელს უკავშირდება სასამართლო პრაქტიკისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელშეკრულებო, საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალი.
ვახტანგ ზარნაძე ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, არის დოქტორანტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.