Loading

პარტნიორი

Regan Garrett

ივანე ლეკიშვილი

მმართველი პარტნიორი

ივანე ლეკიშვილი არის შპს ლიდ ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი.


იგი ფლობს იურიდიულ განათლებას და ამასთანავე განაგრძობს სწავლას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე, მაგისტრის ხარისხის მისაღებად.


კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, ის საქმიანობდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება, ელექტრონული კომერცია, წარმოება-დისტრიბუცია, მშენებლობა და ავიაცია. 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის ივლისამდე იკავებდა ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობას შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში, ხოლო 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე ასრულებდა დირექტორის მოვალეობას აღნიშნულ კომპანიაში. საჯარო და კერძო სექტორში მოღვაწეობის შედეგად მან დააგროვა უდიდესი ღირებულების მქონე გამოცდილება, რაც დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკონსულტაციო საქმიანობაში.


ივანემ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი პირველი დაბალ-ბიუჯეტიანი ავიახაზების (Wizz Air) მიერ საქართველოს ბაზარზე თავისი საქმიანობის გაფართოებაში, რის ფარგლებშიც ის მონაწილეობდა როგორც მოლაპარაკებებში, ისე სამართლებრივი და კომერციული დოკუმენტების შემუშავებაში;


მისი მიღწევები ასევე მოიცავს:

  • მსხვილი ობიექტების მშენებლობას, რომლის ყველა ეტაპზე ის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ზედამხედველობდა, მათ შორის სამართლებრივ მიმართულებას, მიწების გამოსყიდვას, დაკავშირებულ შესყიდვებს და ოპერაციებს. შესაბამისი პროექტებიდან ყველაზე მასშტაბურის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 130 მილიონ ლარს;
  • მოლაპარაკებების წარმოებას ინვესტორებთან, რის შედეგადაც განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქართული ეკონომიკისთვის.
  • ინვესტორებთან გაფორმებული კონცესიის ხელშეკრულებების შესრულების ზედამხედველობას.
  • სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური წესის დამუშავებასა და ამოქმედებას;
  • შიდა ფრენების პროგრამის იმპლემენტაციას და აღსრულების ზედამხედველობას;