Loading

პარტნიორი

Regan Garrett

თამარ პატიეშვილი

პარტნიორი

თამარ პატიეშვილი არის როგორც კერძო სამართლის, ასევე სისხლის სამართლის დარგის ლიცენზირებული სპეციალისტი, თუმცა იგი ძირითადად საქმიანობს სისხლის სამართლის მიმართულებით და ამავდროულად, სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.


თამარ პატიეშვილმა პროფესიული გამოცდილება დააგროვა არაერთ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობისას. კარიერული განვითარების ეტაპზე თამარ პატიეშვილი მუშაობდა ფინანსურ ბიუროში, ასევე თბილისის პროკურატურისა და ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში, სადაც იგი საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებდა ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. მას ასევე აქვს გამოცდილება სატრანსპორტო და ნარკოტიკული დანაშაულების კუთხით.


ბოლო წლებში თამარ პატიეშვილი გახლდათ იურიდიული კომპანია "GATT Legal Consulting Group"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. დღესდღეობით კი, თამარ პატიეშვილი წარმოადგენს „ლიდ ქონსალთინგის“ პარტნიორ ადვოკატს, რომელიც, ზემოაღნიშნული გამოცდილების საფუძველზე, მაღალკვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებას გაუწევს სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის საჭიროების მქონე პირებს.