Loading

პარტნიორი

Regan Garrett

გიორგი ლეკიშვილი

სისხლის სამართლის მიმართულების მმართველი პარტნიორი

გიორგი ლეკიშვილი ლიდ ქონსალთინგის სისხლის სამართლის მიმართულების მმართველი პარტნიორია.


ის წლების მანძილზე მოღვაწეობდა საქართველოს პროკურატურაში, სადაც მან შეძლო დაეგროვებინა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დღეს საშუალებას აძლევს მაღალი პროფესიონალიზმით გაუძღვეს ნებისმიერი სირთულისა თუ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეს.


გიორგი დასაქმებული იყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტში, ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილებაში.


გარდა ზემოაღნიშნულისა, გიორგის გავლილი აქვს არაერთი მოსამზადებელი კურსი, მათ შორის ეკონომიკური დანაშაულების და კიბერ-დანაშაულების გამოძიების კუთხით, ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მონაწილეობის თვალსაზრისით.


საქართველოს პროკურატურაში მოღვაწეობის შემდგომ, გიორგი ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის დარგის მიმართულებით და ასევე არის სპეციალიზებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.