Loading

სერვისები

საინვესტიციო სამართალი

საინვესტიციო სამართალი

საქართველო სთავაზობს უამრავ საინვესტიციო შესაძლებლობას როგორც უცხოელ, ისე ქართველ ინვესტორებს. შედეგად, სწორად მართული საინვესტიციო პორტფოლიო შეიძლება, ამ საინტერესო ბაზარზე უდიდესი წარმატების გასაღები გახდეს.


ლიდ ქონსალთინგი უდგება საინვესტიციო სამართალს, როგორც ორმხრივ სფეროს და ორივე მათგანში სპეციალიზდება. ერთი მხრივ, კომპანიას აქვს ფართო გამოცდილება ისეთ პირებთან მუშაობისა, რომლებსაც სურთ, გამოიყენონ საკუთარი რესურსები, რათა გააუმჯობესონ მათი საინვესტიციო პორტფოლიო. ლიდ ქონსალთინგი, ასეთ შემთხვევაში, მზადაა, შესთავაზოს კლიენტს კონსულტაცია და ხელი შეუწყოს კომერციულად მდგრადი და ფინანსურად წარმატებული ბიზნესის შექმნაში. მეორე მხრივ, ლიდ ქონსალთინგს ასევე შეუძლია, წარუდგინოს რჩევები ისეთ პირებს, რომელთა მიზანიც ინვესტორთა მოზიდვაა. კომპანიას აქვს ასეთი მოქმედებების განხორციელების გამოცდილება და ყოველმხრივ დაეხმარება კლიენტებს, რათა მათ შეძლონ, აჩვენონ საკუთარი ბიზნესის მიმზიდველობა პოტენციურ ინვესტორებს. ამისათვის ლიდ ქონსალთინგი შეიმუშავებს სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებიც მოიზიდავენ მაქსიმალურად დიდი ოდენობის კაპიტალს.


ინვესტიცია არის ნებისმიერი ბაზრის ჯანსაღი განვითარების ქვაკუთხედი და, იმის გათვალისწინებით, რომ ლიდ ქონსალთინგის გუნდში შედიან კომერციული სამართლის ყველა მნიშნელოვანი სფეროს სპეციალისტები, ეს აძლევს მას შესაძლებლობას შესთავაზოს კლიენტს მასზე ზუსტად მორგებული და მისთვის ყველაზე უფრო საჭირო მომსახურება.


მეტის წაკითხვა
კომერციული ტრანზაქციები

კომერციული ტრანზაქციები

კომერციული ტრანზაქციები ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება, ხშირად მოიცავს საერთაშორისო ელემენტებს და უკავშირდება მთელ რიგ სხვადასხვა სფეროებს. ეს ფაქტი, იმასთან ერთად, რომ მუდმივად იზრდება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე მოქმედი კომერციულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული რეგულაციების რაოდენობა და მოცულობა, ნიშნავს, რომ ექსპერტული კონსულტაციაც უფრო ფასეული ხდება.


ლიდ ქონსალთინგი მზადაა, შესთავაზოს კლიენტს ასეთი მხარდაჭერა. კომპანიის შესაძლებლობები და რეპუტაცია უდავოა, რის გათვალისწინებითაც ის მზადაა, ყველა სახის საქმიანობაში კვალიფიციური მხარდაჭერა აღმოუჩინოს კლიენტს.


მეტის წაკითხვა
კონკურენციის სამართალი

კონკურენციის სამართალი

კონკურენციის სამართალი წარმატებული საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მისი გათვალისწინება აუცილებელია ნებისმიერი მსხვილი კომერციული აქტივობის დაგეგმვისას. ის მოიცავს ორმხრივ მიდგომას, რადგანაც კონკურენციის სამართალი ორი კუთხით შეიძლება, საინტერესო იყოს პოტენციური კლიენტებისათვის.


პირველ რიგში, მოცემული თემა გასათვალისწინებელია მათთვის, ვინც გეგმავს მნიშვნელოვან ტრანზაქციებს, როგორიცაა, მაგალითად, კომპანიათა შერწყმა-გაერთიანება, ან საკონტროლო პაკეტის შეძენა. კონკურენციის სამართალი ამ თვალსაზრისით მნიშნველოვანია, რადგანაც უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანომ შეიძლება, გადაწყვიტოს ასეთი ტრანზაქციის დაბლოკვა და, ზოგჯერ, შესაბამისი პირი დააჯარიმოს კიდეც კონკურენციის სამართლის დარღვევის მოტივით, მიუხედავად იმისა განზრახ განხორციელდა ასეთი ქმედება თუ არა.


მეორე მხრივ, კონკურენციის სამართალი სასარგებლოა მათთვის, ვინც ბაზარზე არსებულ დომინანტ კომპანიას უპირისპირდება ან რომელსაც სხვამხრივ ეხება ანტიკონკურენტული მოქმედებები. ასეთ დროს კონკურენციის სამართლის სწორად გამოყენებას შეუძლია, მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს კლიენტის საქმიანობასთან დაკავშირებით.


ლიდ ქონსალთინგს შეუძლია, დაიკვეხნოს ექსტენსიური გამოცდილებით ამ სფეროსთან მიმართებაში. შედეგად, მისი რჩევა შეიძლება, უდიდესი მნიშვნელობის იყოს და უზრუნველყოს კლიენტის წარმატება კონკურენციის სამართალთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობაში.

მეტის წაკითხვა
სამშენებლო სამართალი

სამშენებლო სამართალი

ლიდ ქონსალთინგის მიერ შერჩეული ყოვლისმომცველი მიდგომა სამშენებლო სამართალთან დაკავშირებით მოიცავს პროცესის ყველა ეტაპს: სამშენებლო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან და ხელშეკრულებათა დადებიდან სამშენებლო დავებამდე და მოთხოვნებამდე. კომპანიის ცოდნა როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით, აძლევს მას საშუალებას, მიაწოდოს კლიენტს პრაქტიკული, მაგრამ ამავდროულად ხელმისაწვდომი ღირებულების მქონე წარმომადგენლობა ამ უაღრესად კომპლექსურ სფეროში.


ლიდ ქონსალთინგი სპეციალიზდება სახელშეკრულებო დოკუმენტების (სამშენებლო, საინვესტიციო, ნარდობის, დაფინანსების და სხვა კონტრაქტები) მომზადებაში. კომპანია სთავაზობს სამართლებრივ მხარდაჭერას როგორც მშენებლებს, ისე ინვესტორებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.


საბოლოოდ, ლიდ ქონსალთინგი მხარს უჭერს კლიენტს პოტენციური დავების მოგვარებასთან დაკავშირებით სამშენებლო ურთიერთობათა ნებისმიერ ეტაპზე. ის გაწევს კონსულტაციას როგორც დავების თავიდან არიდების თვალსაზრისით, ისე მათთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოებისა და დავის წარმართვის კუთხით.

მეტის წაკითხვა
სისხლის სამართალი

სისხლის სამართალი

ლიდ ქონსალთინგის სისხლის სამართლის გუნდს აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების დაცვის მიმართულებით. ისინი ახდენენ კლიენტების საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირებას იმისდა მიუხედავად, თუ რა სფეროში საქმიანობს აღნიშნული კლიენტი. შედეგად, ლიდ ქონსალთინგის გუნდს შეუძლია, მას შესთავაზოს ყველაზე მეტად შესაფერისი სასამართლო სტრატეგია და პირველ ეტაპზე აუცილებელი მხარდაჭერა.


ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ბრალდებულია დანაშაულში ან რაიმე სახით არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან, უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი რჩევის მაქსიმალურად მალე მიღება. სხვა შემთხვევაში, სიტუაციის უკონტროლო მდგომარეობამდე მისვლის ალბათობა შესამჩნევად იზრდება. ამის გათვალისწინებით, ლიდ ქონსალთინგის რჩევები შესაძლოა, შეუფასებელი აღმოჩნდეს კლიენტისათვის. კომპანიის ადვოკატები ფლობენ ცოდნას, მიზანდასახულობას და სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილებასა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საუკეთესო შედეგის დადგომის შანსს ნებისმიერ იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდა კლიენტი.

მეტის წაკითხვა
დავების მოგვარება

დავების მოგვარება

ლიდ ქონსალთინგის ექსპერტებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება დავების მოგვარების თვალსაზრისით, იქნება ის კომერციული, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული. კომპანია სთავაზობს კლიენტებს სერვისების ფართო სიას ნებისმიერ სადავო საკითხთან მიმართებით, იქნება ეს სასამართლოსთან თუ ნებისმიერ სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ ფორუმთან დაკავშირებული.


ლიდ ქონსალთინგის იურისტებს აქვთ მოცულობითი გამოცდილება საქართველოს სასამართლოს სისტემაში დავების წარმოებისა. მათ ასევე აქვთ პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოებში დავის წარმართვის თვალსაზრისით. შესაბამისი სისტემების არსებული ცოდნა უდიდესი ღირებულების შეიძლება იყოს კომპანიის კლიენტების წარმატების თვალსაზრისით.


დამატებით, კომპანიას ასევე ჰყავს ექსპერტები დავის ალტერნატიული მოგვარების საშუალებათა თვალსაზრისით, რომელთა სპეციალიზაციის სფეროები ძირითადად კონცენტრირებულია კომერციულ არბიტრაჟსა და მედიაციაზე. მათი ცოდნა და გამოცდილება აქცევს ლიდ ქონსალთინგს დავების მოგვარების სფეროში ლიდერ კომპანიად.

მეტის წაკითხვა

პარტნიორები

ივანე ლეკიშვილი

მმართველი პარტნიორი

გიორგი ლეკიშვილი

სისხლის სამართლის მიმართულების მმართველი პარტნიორი