Loading

სერვისი

ევროკავშირის სამართალი

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, ამ უკანასკნელის კანონმდებლობის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სამართლის განვითარებაში. მეტიც, რადგანაც ევროკავშირთან ინტეგრაციის დონე ყოველდღიურად იზრდება, ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებული კონსულტაციის ღირებულებაც სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება.


ლიდ ქონსალთინგს შეუძლია, დარწმუნებით აღნიშნოს, რომ მის შემადგენლობაშია საქართველოში მოღვაწე ევროკავშირის სამართლის საუკეთესო ექსპერტები. ისინი დიდი ხანია, რაც მჭიდროდ არიან ჩართული მოცემულ სფეროში. ეს მოიცავს როგორც ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების ეროვნულ სამართალში გადმოტანას, ისე ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზსა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროებში მუშაობას. შედეგად, ნებისმიერი პირისათვის, რომელსაც სურს, რომ მიიღოს ქართული იურიდიული კომპანიის მომსახურება ევროკავშირის სამართალთან დაკავშირებით, ლიდ ქონსალთინგის სერვისები საუკეთესო გზაა წარმატებისაკენ.