Loading

ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

ლიდ ქონსალთინგი არის იურიდიული კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობასაც წარმოადგენს საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ბიზნესისა და სამართლის სფეროებში.

10 წლიანი გამოცდილების მიღებისა და არაერთი მსხვილი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, პარტნიორებმა, გუნდის სხვა წევრებთან ერთად დააფუძნეს კომპანია, რომელიც დღეს ქმნის პრობლემათა ინტერდისციპლინური გზით გადაჭრის მეთოდოლოგიებს და ზუსტად პასუხობს თანამედროვე ბიზნესის კომპლექსურ გამოწვევებს, კლიენტის ინტერესების სრულად გათვალისწინებით.

ლიდის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომლებიც ფლობენ სპეციალურ ცოდნას და არიან ექსპერტები შესაბამის სფეროებში. ამავდროულად, ისინი გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, სანდოობითა და კეთილსინდისიერებით, რითიც მაქსიმალურად ზრდიან მათი კლიენტის წარმატების შანსს.

კომპანია კონცენტრირებულია ხარისხიანი მომსახურების გაწევაზე და ამ მიზნით, ყოველთვის ზუსტად ახდენს შესაბამისი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ახორციელებს პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზების შემუშავებას.


რატომ ჩვენ

შპს ლიდ ქონსალთინგი აკეთებს მეტს, ვიდრე კლიენტის მოთხოვნათა შესრულებაა. კომპანია და მისი წარმომადგენლები ყოველმხრივ სწავლობენ შესაბამის საკითხს და მასთან დაკავშირებულ უნიკალურ მახასიათებლებს, მხარდაჭერის პროაქტიულად აღმოჩენის მიზნით.

ექსპერტები, რომლებთანაც ლიდი თანამშრომლობს, შერჩეულია შესაბამისი სფეროების მიხედვით და თითოეული მათგანი მოღვაწეობს ვიწრო სპეციალობით. მათი ასეთი სპეციფიკური პორტფოლიო ხელს უწყობს მათ, რომ არ ჩამორჩნენ მუდმივად განვითარებად ბიზნეს-სამყაროს და შეინარჩუნონ ექსპერტიზის დონე. შედეგად, უზრუნველყოფილია, რომ კლიენტის საქმეზე მუშაობენ პირები, რომლებიც მაქსიმალურად კომპეტენტურები არიან შესაბამის საკითხში.

ლიდი შეიქმნა ადამიანების მიერ, რომლებიც აღიარებენ, რომ დღეს არსებული პრობლემების გადაჭრა მხოლოდ თანამედროვე და ინოვაციური გზებით არის შესაძლებელი. შედეგად, ასეთი მიდგომის წყალობით, ასევე გუნდის პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, ლიდი არის ლიდერი კომპანია, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას.