Loading

სერვისი

სახელმწიფო შესყიდვები

ლიდ ქონსალთინგის თანამშრომლებს აქვთ ექსტენსიური გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან და შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობებთან მიმართებაში, რაც მოიცავს კონტრაქტების შემუშავებასა და მოლაპარაკებას, შესყიდვებზე წინადადების წარდგენის პროცესებს და შესაბამისი დავების წარმოებას. კომპანიის საქმიანობა მოიცავს დრაფტული სახელშეკრულებო და შესყიდვების ბლანკების შემუშავებას, დავების მოგვარებას, ხელშეკრულებათა მართვას, ასევე კომერციულ კონსულტაციებს ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში მოღვაწეობასთან დაკავშირებით.


ლიდ ქონსალთინგი კლიენტებს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს, რაც ნიშნავს, რომ კლიენტს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მის ყველა ეტაპზე წარმატებას ხელს შეუწყობს ექსპერტთა ჯგუფი. ამით სასურველი შედეგის დადგომის ალბათობა მაქსიმალურად იზრდება, ხოლო ხარჯები მცირდება მინიმუმამდე.


ლიდ ქონსალთინგის კვალიფიციური ცოდნის ღირებულება მუდმივად იზრდება, რადგანაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო ხშირად მნიშვნელოვნად იცვლება. ის, უახლეს რეფორმებთან ერთად (რომლებშიც, საწყისი ეტაპიდანვე, კომპანიის პარტნიორები მჭიდროდ იყვნენ ჩართული), ნიშნავს, რომ ლიდ ქონსალთინგს განსაკუთრებით ეფექტურად შეუძლია, უზრუნველყოს კლიენტის წარმატება.