Loading

სერვისი

ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსები

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სექტორი სამართლებრივი ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და სულ უფრო და უფრო ხვდება საზოგადოების ინტერესის სფეროში. ის მოიცავს ნავთობისა და გაზის პროექტებს, მილსადენებს, გადამამუშავებელ ქარხნებს, ბუნებრივ გაზს, განახლებად ენერგიას, წყალსა და წყალარინებას, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. დამატებით, ყოველწლიურად ღირებულება ემატება ისეთ ახალ სექტორებს, როგორიცაა ბიოსაწვავები და გამონაბოლქვის რეგულირება. ძირითადი სამართლებრივი საკითხები ეხება პროექტების განვითარებასა და დაფინანსებას, ასევე დავებსა და კომერციულ ტრანზაქციებს. ისინი შეიძლება, იყოს როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიდა ხასიათის.


ლიდ ქონსალთინგს საკუთარ შემადგენლობაში ჰყავს ზემოთ მოცემული ყველა სფეროს ექსპერტები, რაც ნიშნავს, რომ მას მაქსიმალურად ეფექტურად შეუძლია, მხარდაჭერა გაუწიოს კლიენტებს. შედეგად, კომპანიის კონსულტაცია შეიძლება, იყოს გადამწყვეტი და უზრუნველყოს პოტენციური ან შესაძლო ენერგეტიკის ან ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული პროექტის წარმატებით დასრულება.