Loading

სერვისი

უძრავი ქონება

იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას ინვესტიციების თვალსაზრისით, ლიდ ქონსალთინგი სთავაზობს კლიენტებს მთელ რიგ სერვისებს მოცემულ სფეროსთან დაკავშირებით. გასაწევი მომსახურება მოიცავს ყველა იმ ზომას, რომელიც საჭიროა, რომ განვითარდეს კლიენტის ინტერესები უძრავი ქონების ბაზარზე. ლიდ ქონსალთინგი მჭიდროდ მუშაობს დაკავშირებული სფეროების (ფინანსური მომსახურება, გარემოს დაცვა, დავების მოგვარება და რისკების მართვა) ექსპერტებთან, რათა წარმოადგინოს არსებული საკითხების ყველაზე ეფექტური და სასარგებლო მოგვარების საშუალებები.


როგორც იურისტები, ბიზნეს კონსულტანტები და ბროკერები, ლიდ ქონსალთინგის თანამშრომლები კარგად იცნობენ არსებულ ინდუსტრიას და წარმოადგენენ რჩევებს მრავალმხრივ ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მეტიც, კომპანია ყველა თვალსაზრისით განიხილავს შესაძლო ტრანზაქციებს და კლიენტს სთავაზობს გადასადგმელი ნაბიჯების სრულ მიმოხილვას, რათა სასურველ დროსა და ფარგლებში მიღწეული იქნას დასახული მიზნები.