Loading

პარტნიორი

Regan Garrett

ბექა ხიტირი

პარტნიორი

ბექა ხიტირი არის იურისტი როგორც ბიზნესთან, ისე სამართალთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში ფართო გამოცდილებით.


ბექას წარმატებული კარიერა დაიწყო როგორც ქართულ, ისე უცხოური უნივერსიტეტებში განათლების მიღებით (რაც მოიცავდა საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას გაერთიანებულ სამეფოში).


მისი გამოცდილება მოიცავს ნავთობის, გაზის, კვებისა და ავიაციის ინდუსტრიებში მოღვაწეობას. დამატებით, მას აქვს საჯარო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება, რის ფარგლებშიც, მან შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. ბექა იყო ავტორი ან თანაავტორი უმთავრესი ნორმატიული აქტებისა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკორპორაციო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა და სხვა.


ბექას ასევე აქვს წარმატებული აკადემიური კარიერა, რომლის განმავლობაშიც ლექციებს უძღვება სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტებში და ასწავლის საგნებს, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება კომერციულ სამართლებრივ საკითხებს.


მისი მრავალფეროვანი და ამავდროულად წარმატებული კარიერის განმავლობაში, ბექას ძირითადი მიღწევებია:


  • სამართლებრივი მხარდაჭერის გაწევა (იმ დროისათვის) საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ქართული კერძო კომპანიისათვის გაცემული ყველაზე დიდი მოცულობის კერძო სესხის უზრუნველსაყოფად;
  • თბილისისა და ბათუმის აეროპორტებთან დაკავშირებით არსებული BOT და კონცესიის ხელშეკრულებების ზედამხედველობა და შეფასება;
  • „დანკინ დონატსისა“ და „ვენდის“ ქართული ქსელების წარმატებულად შექმნის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • საკორპორაციო სამართლის, სახელმწიფო შესყიდვების, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და სხვა სფეროების მომწესრიგებელი ძირითადი ნორმატიული აქტების ავტორობა ან თანაავტორობა.